|
2017-08-02 13:16:30, 2612 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ფხალაძე ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ვიზიტზე: რუსეთი ცდილობს, ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია მოახდინოს
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოს ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა მოგებული აქვს. "ეს ვიზიტი არის მცდელობა, რომ რუსეთმა მოახდინოს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია, თუმცა, ეს სრულიად წაგებული ომია, რადგან ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა ძალიან მტკიცეა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრძოლა საქართველოს ნამდვილად მოგებული აქვს. როდესაც საუბარია მსგავსი ტიპის ქმედებებზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს რუსეთის ფედერაციის იმიჯს. რაც შეეხება ოკუპაციის თემატიკას და ფარული ანექსიის მცდელობებს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლასაც საქართველო მოიგებს და ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. გარდა ამისა, თენგიზ ფხალაძე პრეზიდენტის ინიციატივას განმარტავს, რომელიც საქართველოს საკითხებში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტის აღნიშნული ინიციატივა უაღრესად მნიშვნელოვანია და ახლა პრეზიდენტის განცხადების სწრაფი იმპლემენტაციის მექანიზმებზე უნდა ვისაუბროთ. "სპეციალური წარმომადგენელი, ეს არის აპრობირებული პრაქტიკა. ამერიკის ადმინისტრაცია, როდესაც მათ რაღაც საკითხი აქვთ განსაკუთრებულად აინტერესებთ ნიშნავს თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელს. მაგალითისათვის, არის ისეთი თემები როგორიცაა თუნდაც ბირთვული იარაღის არ გავრცელება, თუნდაც უკრაინის საკითხი, რომელზედაც დაინიშნა სულ ახლახანს სპეციალური წარმომადგენელი, თუ გავიხსენებთ საქართველოს რეალობას, როდესაც ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები გეოპოლიტიკურ პროექტებზე- ბაქო- თბილისი -ჯეიჰანი, ბაქო- თბილისი - ერზრუმი, მაშინ არსებობდა კლინტონის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კასპიის ზღვის საკითხებში, რომელიც ეხმარებოდა საქართველოს ეს პროექტები განხორციელებულიყო", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ. მისი განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივა არ არის სიახლე, ეს აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც ძალიან კარგად იციან დიპლომატებმა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებმა და ეს არის ის, რაც ეხმარება სახელმწიფოს დასახული მიზნების მიღწევაში. თენგიზ ფხალაძის განმარტებით, პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა მაიკ პენსთან შეხვედრისას გუშინ შერეულ საავიაციო ბაზაზე წამოაყენა, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს არც ელჩს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც რომელიმე დღეს მოქმედ დიპლომატს. საუბარია იმ დამატებით მექანიზმის შექმნაზე, რომელიც მათ გაუადვილებს მუშაობას.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)