01:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 13:09:39, 2613 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მაიკ პენსი: დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც საქართველო ტერიტორიების დაბრუნებას აღნიშნავს

„დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას“, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პენსმა აღნიშნა, აშშ გააგრძელებს მხარდაჭერას და საქართველოს დაეხმარება არა მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, არამედ ეკონომიკურად.

„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამას ვახორციელებთ იმ დღიდან, როდესაც რუსულმა ტანკებმა 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ჩვენ გავაგრძელეთ ამ მყარ პოზიციაზე დგომა და კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისადმი. უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარდა, ჩვენ გვჯერა ასევე რომ უფრო ძლიერი და განვითარებული საქართველო მიაღწევს ქვეყნის გამთლიანებას და ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ახალი გზების ძებნას, რისი საშუალებითაც ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს არამხოლოდ თავდაცვისუნარიანობის კუთხით, არამედ ეკონომიკურად დავეხმარებით ქვეყანას. ეს მოიტანს დამატებით დასაქმების საშუალებას, ეკონომიკურ წინსვლას და დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც ქვეყანას აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას“, - განაცხადა მაიკ პენსმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics