|
2015-04-24 09:59:42, 639 ნახვა
საზოგადოება
თბილისში სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა
თბილისში გუშინ სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მე-8 მსვლელობა ჩირაღდნებით გაიმართა. საპროტესტო მსვლელობის დროს მსვლელობის ასობით მონაწილე სომხურ და ქართულ ენაზე სკანდირებდა, -„სამართალი“, „თურქეთი კრიმინალი“, „აღიარება-დაგმობა-რესტიტუცია“ და სხვა. მსვლელობა ვაკის პარკის შესასვლელიდან დაიწყო და თურქეთის საელჩოსთან გამართული ხანმოკლე საპროტესტო მანიფესტაციით დასრულდა. თურქეთის საელჩოსთან გამართული მანიფესტაციის დროს აქციის მონაწილეებმა მათი თქმით, თურქეთის გენოციდალური პოლიტიკა დაგმეს. აქციის მონაწილეებმა კვლავ შეახსენეს თურქეთს, რომ "მათ ახსოვს 100 წლის წინ ჩადენილი დანაშაული და გააგრძელებენ ბრძოლას მანამდე, სანამ თურქეთი არა მხოლოდ არ მოინანიებს ჩადენილს, არამედ სანამ საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად არ გასამართლდება". საქართველოს სომეხთა სათვისტომოს და ცენტრ „ჰაიარტუნის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობაში თბილისში მოქმედი სომხური საერო და სასულიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, დღეს, 24 აპრილს 14:00 საათზე თბილისში თურქეთის საელჩოსთან გაიმართება მშვიდობიანი საპროტესტო მანიფესტაცია სომეხთა გენოციდის აღიარების მოთხოვნით. "100 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს -1915 წლის 23-დან 24 აპრილზე ღამით, კონსტანტინოპოლში დააპატიმრეს და შემდეგ მოკლეს სომეხი ერის 600 წარჩინებული წარმომადგენელი -მწერლი, საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწეები, სამღვდელოება, ეკონომიკური და ფინანსური ელიტის წარმომადგენლები. სწორედ ამ ტრაგიკული ღამის სამახსოვროდ 24 აპრილი 1915-23წწ. სომეხთა დიდი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის სიმბოლურ დღედ არის გამოცხადებული. სომეხთა გენოციდის დროს, რომელიც 8 წლის განმავლობაში დასავლეთ სომხეთისა და თურქეთის მთელ ტერიტორიაზე ხორციელდებოდდა იყო მოკლული 1 500 000-ზე მეტი ადამიანი. სომეხი ერი განდევნილი იყო საკუთარი სამშობლოდან, ხოლო დასავლეთ სომხეთი -თურქეთის რესპუბლიკის მიერ დღემდე არის ოკუპირებული.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)