01:53 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 16:16:23, 2419 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიორგი აბაშიშვილი: უმრავლესობა ცდილობს, პრეზიდენტისგან მტრის ხატი შექმნას

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს შორის  დაპირისპირებას გამოეხმაურა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის მხრიდან არანაირ დაპირისპირება არ არსებობს. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ქვეყენაში არსებული პრობლემების გადასაფარად „პროპაგანდას აწარმოებს და ცდილობს, დაპირისპირება მოიგონოს".

„სინამდვილეში არანაირი დაპირისპირება  მითუმეტეს პრეზიდენტის მხრიდან არ არსებობს პრეზიდენტსა  და მმართველ  პოლიტიკურ გუნდს შორის.  რეალურად ეს არის მმართველი პოლიტიკური გუნდის  მიერ წარმოებული პროპაგანდა, რომ მოიგონონ დაპირისპირება. ეს სწორედ იმ ფონზე სურთ, როდესაც ისინი ვერ პასუხობენ  ქვეყნაში არსებულ რეალურ პრობლემებს. მაშინ როდესაც მმართველ პოლიტიკურ გუნდს  არ აქვს პასუხი ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, მაშინ როდესაც მმართველ გუნდს არ აქვს პასუხი ჩავარდნილ  საკონსტიტუციო რეფორმაზე, მაშინ როდესაც მმართველ პოლიტიკურ გუნდს  არ აქვს პასუხი  ცუდ საარჩევნო სისტემაზე, ჩავარდნილ თვითმმართველობის რეფორმაზე, მაშინ როდესაც არ აქვთ პასუხი მოგერინისთვის, ბუკიკიოსთვის, ვერ პასუხობს NDI -ის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, ცხადია ამ ფონზე მათთვის იოლი გამოსავალია მტრის ხატის ძიება და  ამ შემთხვევაში მტრის ხატი მათ ნახეს პრეზიდენტ მარგველაშვილში. ისინი იგონებენ სწორედ ამ დაპირისპირებას სხვა დანარჩენი პრობლემების გადასაფარად“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics