|
2017-07-28 21:31:58, 2524 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო
თბილისში, სოფელ დიღომში საფუძველი ჩაეყარა სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა პირველი სარეაბილიტაციო-სასტუმრო ცენტრის მშენებლობას, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია დაესწრო. ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეს არის ინიციატივა, რომელიც სიცოცხლეს ეძღვნება. „უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, იყო დღეს აქ და ემოციურად მიიღო მონაწილეობა იმ ყველაფერში, რაც ხდება. ეს არის ინიციატივა, რომელიც ეძღვნება სიცოცხლეს და სწორედ ბავშვების რეაბილიტაცია არის საერთო გამარჯვების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მინდა წარმატებები გისურვოთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. „ბედნიერი სახლის“ მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დასრულდება. ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებლის, თინათინ ჩხვიმიანის განცხადებით, ეს იქნება საქართველოში პირველი სახლი, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები, სრულიად უფასოდ, სარეაბილიტაციო მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ. მისივე განცხადებით, სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის სარეაბილიტაციო სასტუმრო-სახლის აშენების იდეა 2011 წელს „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ გამოცდილებით, ონკოცენტრის ბავშვთა განყოფილების პაციენტების მდგომარეობის შესწავლის შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგად გაჩნდა. „ამ იდეას ფრთა შეესხა 2015 წელს, როდესაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სოფელ დიღმის ტერიტორიაზე 6500 კვ.მ ფართობი გადმოგვცა სარეაბილიტაციო სასტუმრო-სახლის ასაშენებლად. ეს სახლი ერთდროულად 20 ბავშვს და მშობელს 24 საათიან მომსახურებას გაუწევს. აქ იქნება ასევე დღის ცენტრი, სადაც 50 ბავშვი და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ბედნიერი სახლის“ სასწავლო-სარეაბილიტაციო სახელოსნოებში იქნება სწავლა და შრომა, რაც საწინდარია იმისა, რომ სოციალურად დაუცველი მშობლები დასაქმდებიან, გამოჯანმრთელებული ბავშვები კი დამატებით უნარებს შეიძენენ“ - აღნიშნა თინათინ ჩხვიმიანმა. შენობის საძირკველში კაფსულის ჩადების სიმბოლური ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს მთავრობის წევრებმა ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარების ნამუშევრები დაათვალიერეს, რის შემდეგაც ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დალოცვის ტექსტი წაიკითხა და შენობის საძირკველი აკურთხა. სასულიერო პირებთან და მინისტრებთან ერთად ღონისძიებას პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესსექტორისა და სამშენებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოციალური პროექტის ინიციატორი ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდია. სარეაბილიტაციო სახლის ასაშენებლად საჭირო ტერიტორია ფონდს 2015 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გადასცა. (NS)
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
ირაკლი კუპრაძე: ვერაფერი გადაფარავს სიმართლეს - ალეკო ელისაშვილის დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამართლო, არ გამოვა ეგ საქმე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)