|
2015-04-23 17:53:06, 458 ნახვა
პოლიტიკა
ვალესა და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალესა“ და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სგპ „ვალეს“ ტერიტორიაზე თურქეთიდან ლიბანის მოქალაქე კ.ნ. შემოვიდა, რომელსაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეჭვის საფუძველზე ხელბარგის დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი, 28 აბი სოლფადეინი (Solpadeine) აღმოუჩინეს. იმავე დღეს, სგპ „ბათუმის აეროპორტში“ რეისით სტამბული-ბათუმი, საქართველოს მოქალაქე ი. გ. შემოვიდა. მას ხელბარგში ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი 34 აბი ლირიკა (LYRICA)- 34 უპოვეს. საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოსა და აჭარის საგამოძიებო სამსახურს გადაეცათ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)