|
2015-04-23 14:49:58, 387 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-ბელარუსის სამთავრობო უწყებების თანამშრომლობის მიზნით, 10-ზე მეტი შეთანხმება გაფორმდა
საქართველო და ბელარუსი მთელ რიგ სფეროებში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან, - საერთაშორისო შეთანხმებები ორ ქვეყანას შორის, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დოკუმენტებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ეკონომიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა და მათმა ბელარუსმა კოლეგებმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დაესწრნენ. ხელმოწერილია 10-ზე მეტი შეთანხმება, რომელიც საქართველო-ბელარუსის სამთავრობო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. მათ შორის არის თანამშრომლობა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში, საბაჟო საკითხებში, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე, ურთიერთგაგების მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროებს შორის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)