00:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-24 21:32:33, 2313 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: ვაშინგტონში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა იზრდება

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ამერიკელი ხალხის, მთავრობისა და კონგრესის ძლიერი მხარდაჭერა აქვს.

მისივე შეფასებით, ვაშინგტონში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა იზრდება.

„საქართველო მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში მეგობრების გვერდითაა და მეგობრებიც საქართველოს გამოწვევებთან მარტო არ ტოვებენ. ჩვენი ხელისუფლება პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას აგრძელებს", - აღნიშნა  არჩილ თალაკვაძემ.

410 მომხრე 6 წინააღმდეგი – ამერიკის კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა.

დოკუმენტის თანახმად, შტატები ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, არ ცნობს რუსეთის დე-ფაქტო კონტროლს საქართველოს შემადგენელ რომელიმე ნაწილზე.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული,  აშშ-ის პრეზიდენტმა  დონალდ ტრამპმა რუსეთის ფედერაციას უნდა მოუწოდოს  საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან ჯარი გაიყვანოს  და საზღვრებზე კონტროლი ამ ქვეყნების ხელისუფლებებს დაუბრუნოს.  

გარდა ამისა,  კანონპროექტში ნათქვამია, რომ რუსეთის არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.  

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი ევროპისა  და ევრაზიის ქვეყნების მხარდასაჭერად 2018-2019 წლებში  250 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics