21:03 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-24 17:05:02, 906 ნახვა

რეგიონი
სოფელ ვაშლოვანის სოციალურ სახლებში 58 ოჯახს ბინები გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრებთან და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში ახალაშენებულ სოციალურ სახლებში ბინები სტიქიის შედეგად დაზარალებულ 58 ოჯახს გადასცა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცედურების დაწყებისთანავე ბინები კენჭისყრის წესით განაწილდა.

მათივე ინფორმაციით, 89 განაცხადიდან 58 ოჯახი დაკმაყოფილდა.

ამ ეტაპზე 13 ბინაა დარჩენილი, რომლისთვისაც განცხადებების მიღების ბოლო ვადა 17 ივლისს იყო.

ცნობისთვის, უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და კომისიის მიერ შერჩეულ ოჯახებთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე საკუთრების ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდება.

ბენეფიციართა განცხადებები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არსებულმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა.

 სწორედ აღნიშნულმა კომისიამ გასცა 58 ოჯახზე ბინების გაცემის რეკომენდაცია.

მათთვის ვაშლოვანში 6 მრავალბინიანი კორპუსი აშენდა.

2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოციალურ სახლებში სულ 338 ოჯახს გადაეცა.

(NS) 

 

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics