|
2017-07-24 15:20:29, 2431 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბენიამინ ნეთანიაჰუ: საქართველოსა და ისრაელს, თანამშრომლობის შედეგად უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია
„ჩვენს სახელმწიფოებს ბუნებრივი ადამიანური ურთიერთსიმპათიაც აკავშირებთ - ეს განპირობებულია როგორც ისრაელში მცხოვრებ ქართველთა წვლილით, ასევე საერთო სიმპათიებითა და ერთმანეთის კულტურის ღრმა პატივისცემით“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს და ისრაელს დაცული და პროგრესზე ორიენტირებული მომავალი სურთ. „თქვენი აქ, იერუსალიმში ხილვა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. ქართულ-ებრაული ისტორიის 2600 წელი გვაკავშირებს - ასი ათასობით ებრაელი საქართველოდან, ამჟამად აქ ცხოვრობს. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მათი დიდი ნაწილი, მათ შორის, აქ დამსწრე პირები, ჩემს გულითად მეგობრად მოვიხსენიო. ორივე ქვეყანას დაცული და პროგრესზე ორიენტირებული მომავალი სურს. ჩვენს სახელმწიფოებს ბუნებრივი ადამიანური ურთიერთსიმპათიაც აკავშირებთ - ეს განპირობებულია როგორც ისრაელში მცხოვრებ ქართველთა წვლილით, ასევე საერთო სიმპათიებითა და ერთმანეთის კულტურის ღრმა პატივისცემით. მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე იმყოფება - აქ წარმოდგენილი ორივე მხარე ერთნაირადაა შეშფოთებული სირიაში მიმდინარე მოვლენების გარეგანი ეფექტებით, რამაც სხვა, კონფლიქტში ნაკლებად ჩართულ ქვეყნებზეც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს. ისლამური ტერორის დასამარცხებლად თანამშრომლობა გვმართებს. ვგეგმავთ, გავზარდოთ არსებული თანამშრომლობა უსაფრთხოების, ჯანდაცვის და სხვა ისეთი სფეროების ფარგლებში, რომლებიც მოსახლეობას უკეთეს და უფრო უსაფრთხო ცხოვრების პირობებს შეუქმნის. საქართველოში ვიზიტის შემდეგ მე მოსახლეობის ნიჭით, მეგობრული განწყობით, ისრაელის მოქალაქეთა მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გაოცებული დავრჩი. ჩვენ მსოფლიოს რთულ წერტილებში გვიწევს მუშაობა, თუმცა ჩვენ ვართ მცირე ქვეყნები დიდი მომავლით. მიმაჩნია, რომ ჩვენს ერებს თანამშრომლობის შედეგად უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია. სწორედ ამ განწყობით მინდა მოგესალმოთ აქ, იერუსალიმში“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)