23:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 14:20:31, 2807 ნახვა

სამართალი კომენტარი
მეუფე პეტრე: ბრალდების მხარის ტენდენციურობა და მიკერძოებულობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ბრალდების მხარის ტენდენციურობა და მიკერძოებულობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა“.

ამის შესახებ მეუფემ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმეზე, დაკითხვის შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბრალდების მხარე ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია.

„ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ტენდენციურობა და მიკერძოებულობა ბრალდების მხარისა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რატომ სჭირდებოდათ მათ სასამართლო პროცესების დახურვა და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. აშკარად გამოჩნდა, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან. ძალიან მიკერძოებულია დამოკიდებულება ბრალდების მხარისა და ცდილობენ რაღაც თავისი დავალება თუ ამოცანა, იქნეს განხორციელებული. ვფიქრობ, საქართველოში აუცილებლად იზეიმებს სამართლიანობა. მართლმსაჯულება თავის სათქმელს იტყვის“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

რაც შეეხევა კითხვას, შეეძლო თუ არა შორენა თეთრუაშვილს მამა გიორგი მამალაძისთვის კარიერულ წინსვლაში ხელის შეშლა, მეუფემ ასე უპასუხა: „მას შეუძლია, ცილისწამებებით და ინტრიგებით ადამიანს ხელი შეუშალოს, მის არსებობასაც კი“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics