23:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 11:59:11, 2224 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე: პირველ რიგში მინდა ვამხილო ის უსინდისო, უსამართლო გადაწყვეტილება, რითაც სხდომები დახურულია

„პირველ რიგში მინდა ვამხილო ის უსინდისო, უსამართლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სხდომები არის დახურული“,-ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს  თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვამდე განუცხადა.

„პირველ რიგში მინდა ვამხილო ის უსინდისო, უსამართლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც  სხდომები არის დახურული. მე პირველად დავიკითხე ჩემს მიერ სატელევიზიო ეთერებიდან გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე და მზად ვარ იგივე  დავადასტურო, რასაც ვამბობდი ტელევიზიებში“,-განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჟურნალისტის კითხვაზე- შეეძლო თუ არა შორენა თეთრუაშვილს დეკანოზი მამალაძის კარიერულ წინსვლაში ხელის შეშლა, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ  „ეს არის  ცინიზმი“.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუფე პეტრე ცაავა იკითხება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics