|
2017-07-20 20:08:34, 2987 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გია ვოლსკი: თუ სახელი „თვითმმართველი“ არ ჰქვია, ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქის ან ამომრჩევლის უფლებები იზღუდება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე, პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას უარყოფითად აფასებს. როგორც ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების შინაარსი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ კარგად არ არის გააზრებული, რას ნიშნავს თვითმმართველობის კანონის მთავარი პრინციპი. „ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ უარყოფითად ვაფასებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით რაიმე დაზიანდა, ვთქვათ სახელმწიფოს დემოკრატია, ან პლურალიზმის პრინციპები. ვეტო მოსალოდნელიც იყო, პრეზიდენტს ამის უფლება აქვს, მაგრამ შინაარსი ამ გამოსვლისა, რომელიც დღეს პრეზიდენტს ჰქონდა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ კარგად არ არის გააზრებული რას ნიშნავს თვითმმართველობის კანონის მთავარი პრინციპები, ან რაც უფრო ცუდია, ხომ არ არის ეს გარკვეული არასწორი ინფორმაციის განზრახ მიწოდება საზოგადოებისათვის. მე მინდა, რომ მეორე ვარიანტი გამოვრიცხო და საქმიანად უპასუხოს პარლამენტმა იმ მოტივირებულ შენიშვნებს, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა. როგორ შეიძლება კონკრეტული ქალაქის თვითმმართველობის რესურსის ან მექანიზმის შემცირებაზე ვისაუბროთ, მაგალითად ამბროლაურის, მაშინ როდესაც მისი მმართველობა გადის ქალაქის საზღვრებიდან და ვრცელდება მიმდებარე რაიონებზე. ეს აკავშირებს ქალაქისა და მიმდებარე რაიონების მმართველობის მექანიზმებს, იმ თვალსაზრისით, რომ გამოირიცხოს პარალელიზმი, რომ სამეურნეო კავშირი კონკრეტულ ქალაქსა და მიმდებარე რაიონებს შორის იყოს უფრო მყარი და ერთი მმართველობის ქვეშ მოქცეული. ეს არ არის მარტო სამეურნეო დარგი, ეს ყველაფერი რასაკვირველია მიმართულია იმისაკენ, რომ დაიხვეწოს მმართველობა“,-განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ ქალაქს თუ სახელი „თვითმმართველი“ არ ჰქვია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალაქის უფლებები იზღუდება. „თუ სახელი - „თვითმმართველი“ არ ჰქვია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალაქის უფლებები, ან მითუმეტეს ამომრჩევლის უფლებები იზღუდება. ეს პოლიტიკური ცვლილებაა დასახელებაში და არა მისი უფლებების და ვალდებულებების დაკნინება“,-განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)