|
2015-04-23 11:21:30, 964 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ბიუჯეტის კორექტირების შესახებ გადაწყვეტილებას 1–2 თვეში მივიღებთ
„ბიუჯეტის კორექტირების შესახებ გადაწყვეტილებას 1–2 თვეში მივიღებთ“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს „თბილისის მერიოტში“ განუცხადა, სადაც ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. მისივე თქმით, საგადასახადო შემოსავლების კუთხით ვითარება სტაბილურია და წინა წლის მონაცემებთან შედარებით ეს მაჩვენებელი 15–16%–ით არის გაზრდილი. „ჩვენ ველოდებოდით აპრილის ბოლოსთვის მონაცემებს და ერთობლივად გვინდოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გვემუშავა. თუმცა, იმის გამო, რომ საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი მონაცმეები გვაქვს, ჩვენ ალბათ კიდევ 1–2 თვეს დავიცდით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ხადურმა. რაც შეეხება საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, ხადურმა ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბარტის სიტყვების ციტირება მოახდინა “საქართველოში არის ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო“. „ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითრების ბანკის პრეზიდენტი მოუწოდებს ინვესტორებს ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. ამის ერთ–ერთი დასტურია ის საერთაშორისო დონის ბიზნეს–ფორუმი, რომელიც თბილისში რამდენიმე კვირაში გაიმართება“, – აღნიშნა ხად ურმა. მინისტრის თქმით, რეგიონში არსებული ფაქტორების ფონზე საქართველოში საკმაოდ პოზიტიური მოლოდინებია. ცნობისთვის, „თბილისი მარიოტში“ ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, სადაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სიტყვით გამოვიდა. კონფერენციაში მონაწილებას იღებს დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაც. ეკონომიკური ფორუმი საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, ბიზნეს პალატისა და თავისუფალი ეკონომოკური ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)