|
2017-07-18 14:07:54, 2469 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ბინ სულტან ალ ნაჰაიანის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ურთიერთობების ძირითადი საკითხები. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და არაბთა გაერთიანებული საემიროების ბაზარზე საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდის პოტენციალზე. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო კუთხით არსებულ შესაძლებლობებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობას, რაც ინვესტიციების ხელშეწყობას, ურთიერთდაცვის შეთანხმებას, ასევე დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელთათვის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ისახავს მიზნად. მხარეებს ასევე ისაუბრეს განათლების სფეროებში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში როლანდ ბერიძე დაესწრნენ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)