|
2017-07-17 14:43:07, 972 ნახვა
სამხედრო
შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დაიწყო
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში მიმდინარე სამთო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 18 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. მათივე ინფორმაციით, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მოვლენილი სამხედრო მოსამსახურეები ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით, თავდაპირველად, კურსის პირველ ეტაპზე - საბაზისო კურსის ფარგლებში შესწავლილ უნარ-ჩვევებს გაიხსენებენ. მათ აბულის სასროლეთზე მაღალ მთაში სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა, ასევე, ზღვის დონიდან 4100 მეტრიანი სიმაღლის დალაშქვრისა და მყინვარწვერზე გადაადგილების ტექნიკის დაუფლება მოუწევთ. მეორე ეტაპი მაღალ მთაში და ყინულოვან რელიეფზე გადაადგილების ხერხებს, დაბრკოლების გადალახვის ტექნიკას, დაზარალებულის დახმარებასა და ევაკუაციას დაეთმობა. კურსის ბოლოს ქართველ და უცხოელ სამხედროებს შემაჯამებელი ტესტირება ჩაუტარდებათ. შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი 11 აგვისტოს დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)