|
2015-04-22 19:13:05, 572 ნახვა
პოლიტიკა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოშია
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია დახვდნენ. ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში 10 წლის შვილთან ერთად ჩამოვიდა. საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო ქართველ კოლეგას, გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდება. გარდა ამისა, ბელარუსის პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს საქართველოს პატრიარქთან. ლუკაშენკო ბათუმსაც ეწვევა, სადაც ქალაქების დაძმობილების მემორანდუმს მოეწერება ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)