|
2017-07-14 13:45:01, 2844 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ამანდა პოლი: ყველამ იცის, რომ თუ საჭირო გახდა, რუსეთი მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალა
"ევროპული პოლიტიკის ცენტრის" ანალიტიკოსის, ამანდა პოლის განცხადებით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს. როგორც პოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველამ იცის, რომ თუ საჭირო გახდა, რუსეთი მზადაა სამხედრო ძალა გამოიყენოს. მისივე თქმით, საქართველომ პრობლემების გადაწყვეტა მშვიდობიანი გზით უნდა გააგრძელოს. "ჩვენ ვნახეთ, თუ რისი გაკეთებისთვის იყო რუსეთი მზად 2008 წელს, უდაოდ არავის სურს ამის გამეორება. ვიცით, რომ თუ საჭირო გახდა, რუსეთი მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალა, გადაწყვეტის გზები უნდა მონახონ დიპლომატებმა, სამშვიდობო გზები და არა სამხედრო ძალის წნეხით. ამავდროულად ვხედავთ, რომ რუსეთი კვლავ წევს საზღვარს და საქართველოს ტერიტორიების კიდევ უფრო მეტ ნაწილს იკავებს. ვფიქრობ, ახლა საქმე საერთაშორისო საზოგადოებაზეა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში აჩვენონ შესაბამისი პასუხი, რომ დააწესონ რუსეთის მიმართ სანქციები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო. საქართველომ კი უნდა გააგრძელოს პრობლემის სამშვიდობო გადაწყვეტა და არ მიიღოს ის ზომები, რაც მიღებულ იქნა 2008 წელს", - აღნიშნა პოლმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)