|
2017-07-14 10:30:10, 876 ნახვა
რეგიონი
„ქართველთა მარშის“ პარალელურად, ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან მდუმარე აქცია გაიმართება
თბილისში დაგეგმილი „ქართველთა მარშის“ პარალელურად, დღეს, 20:00 საათზე, სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან მდუმარე აქცია გაიმართება. „14 ივლისს, 8 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც აღმაშენებლის გამზირზე “ქართველთა მარში” გაიმართება, ჩვენ გვსურს დავდგეთ ყოველდღიურად მცოცავ საოკუპაციო ხაზთან! გვსურს, ჩვენ თანამოქალაქეებს და უცხოელ გულშემატკივრებს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენი უმთავრესი პრობლემა ოკუპაციაა. ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობის მტერი, ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში მდგომი რუსის ჯარია და არა საქართველოში კანონიერად მცხოვრები უცხოელები. ეს აქცია ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების პოზიციაა. ჩვენ გვსურს ხმაურიანი განცხადებების გარეშე დავდგეთ საოკუპაციო ხაზთან და დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვაღელვებს მცოცავი ოკუპაცია. გთხოვთ, პარასკევს, 14 ივლისს, სამსახურის შემდეგ, მეგობრებთან ერთად შემოუერთდეთ საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილ მდუმარე აქციას და დააფიქსიროთ თქვენი სამოქალაქო პოზიცია!“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)