|
2017-07-13 18:37:28, 2832 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სტოლტენბერგი: ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ ვაღიარებთ
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებს. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე დღეს საქართველოს საკითხი არ განხილულა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალიანსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების გამო არ წუხს. „ჩვენ საქართველოს საკითხი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე დღეს არ განგვიხილავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ ვითარებით შეწუხებული არ ვართ, რაც ხდება. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ვაღიარებთ. ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ ვაღიარებთ. ვითარებით შეშფოთებული ვართ, რაც ხდება. ნატო საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს. არსებითი პაკეტი გვაქვს”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაში რუსეთის ელჩიც მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)