|
2015-04-22 16:12:43, 424 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი მზადაა, საკუთარი საცხოვრებელი ფართების დასათვალიერებლად, ბიძინა ივანიშვილს უმასპინძლოს
პრეზიდენტი მზადაა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და გადაცემა "20/30"-ის ანალიტიკოსებს, მედიასაშუალებების თანდასწრებით, საკუთარი საცხოვრებელი ფართების დეტალურად დასათვალიერებლად უმასპინძლოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, გიორგი მარგველაშვილმა ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის ფუფუნებისადმი მიდრეკილებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მიიღო. "მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება პრეზიდენტის ფუფუნებისადმი მიდრეკილებასთან დაკავშირებით, ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს და პრეზიდენტი მზად არის, უმასპინძლოს ბიძინა ივანიშვილს და "20/30"-ის ანლიტიკოსებს საკუთარი საცხოვრებელი ფართების დეტალურად დასათვალიერებლად, ყველა მედია საშუალების თანდასწრებით, ნებისმიერ დროს. ამავდროულად, ცხადია, შესაძლებელია დათვალიერებული იქნას ავლაბრის რეზიდენცია მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პრეზიდენტის სამუშაო და არა საცხოვრებელი ადგილი. პრეზიდენტი იქ არ ცხოვრობს",-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)