|
2017-07-12 18:55:00, 3050 ნახვა
პოლიტიკა
მოსკოვი რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობის მზაობას ადასტურებს
მოსკოვი რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობის მზაობას ადასტურებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. Tass-ი ინფორმაციით, რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთი სხვა დონის კონტაქტებისთვისაც მზადაა. "რაც შეეხება რუსეთისა და საქართველოს პარლამენტარებს შორის, ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ სხვა დონეებზე კონტაქტებისთვის", - განაცხადა ლავროვმა. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა აბაშიძე-კარასინის ფორმატსაც გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ "სხვა სახის ფორმატისთვისაც მზად არიან, რომლებიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება". "ჩვენ ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ, მოვძებნოთ გამოსავალი. ჩვენ მეზობლები ვართ, ბევრი საერთო გვაქვს ისტორიაშიც, და დღევანდელ რეალობაშიც. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით პარლამენტარების ინიციატივას", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)