|
2017-07-12 14:54:07, 2725 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება არ იგეგმება
"არ იგეგმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება, ვიდრე მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია”,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, ციხელაშვილი კანონში რაიმე ცვლილებას არ გამორიცხავს: „რა თქმა უნდა, ამ კანონს გავაუქმებთ მაშინ, როდესაც შეწყდება ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენს თვითმიზანს არ წარმოადგენს ამ კანონის შენარჩუნება. რაც შეეხება ცვლილებებს კანონში, ადრეც მითქვამს, რომ განხორციელებულა ადრეც, არაერთხელ და ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით. არ არის გამორიცხული, რომ განხორციელდეს კიდევ, რომელიც მიმართული იქნება ადამიანების ყოფის შემსუბუქებისკენ. ოპოზიციური პარტიების განცხადება ამ კანონთან დაკავშირებით, ქვეყნის პოლიტიკას არ განსაზღვრავს", - განაცხადა ციხელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)