|
2017-07-12 13:34:58, 2721 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: მთავრობის მხრიდან საგარეო პოლიტიკისადმი განსაკუთრებული აქცენტი კეთდება
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც დღეს ვიცე-პრემიერად დაინიშნა, გიორგი კვირიკაშვილს ნდობისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საგარეო საქმეთა მინისტრს დამატებით ასეთი პოლიტიკური სტატუსი გააჩნია. მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა საგარეო პოლიტიკისადმი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს: „მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერს ნდობისთვის. ეს არის დაფასებაც, ნდობა, ასევე პასუხისმგებლობა და შევეცდები, მაქსიმალურად გავამართლო ეს ნდობა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკისთვის ამის მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დამატებით ასეთი პოლიტიკური სტატუსი, ის ხელს უწყობს საგარეო ასპარეზზე საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელების პროცესს და ეს არის შესაბამისად, ეს არის გაძლიერება და განსაკუთრებული აქცენტი მთავრობის მხრიდან საგარეო პოლიტისადმი. როგორც ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, დეოკუპაციის, კონფლიქტის დარეგულირების გზაზე საგარეო უწყება ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისასამლემებელია, პრემიერის და მთავრობის მხრიდან ამის მხარდაჭერა“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)