01:17 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 18:00:18, 2949 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი ქვეყნიდან 30 ამერიკელი დიპლომატის გაძევებას აპირებს

ოფიციალური მოსკოვი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაკისრებული სანქციების გამო, მზადაა ქვეყნიდან 30 ამერიკელი დიპლომატი გააძევოს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიიდან 30 ამერიკელ დიპლომატს გააძევებენ და ამერიკელების კუთვნილებას ყადაღა დაედება. მსგავსი ზომები რუსეთმა ვაშინგტონის გადაწყვეტილების სამასუხოდ მიიღო, რომელსაც რუსული საელჩო გასული წლის დეკემბრიდან აქვს დაკავებული. 

მედიის ცნობით, აღნიშნული საკითხი, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის დროსაც ვერ მოგვარდა. 

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს, 98-მა კონგრესმენმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას. პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, ამერიკულ კომპანიებსა და კერძო პირებს რუსულ ბანკებში ფულის დაკრეტიდების უფლება მხოლოდ 14 დღის განმავლობაში ექნებათ. ამ დროისთვის ეს ვადა 90 დღეა. 30 დღემდე შეიზღუდება ასევე რუსული ენერგოკომპანიების დაფინანსების ვადები. ამ დოკუმენტში მთავარი ის არის, რომ ქვეყნის პრეზიდენტს სანქციების მოხსნის უფლება არ ექნება, რასაც თავის დროზე თეთრი სახლი აპროტესტებდა. აშშ-ის ხელისუფლებამ 20 ივნისს რუსეთის მიმართ სანქციები გააფართოვა და სიას 19 ფიზიკური პირი და 19 კომპანია შემატა, რომელიც "უკრაინაში რუსეთის ქმედებებთანაა" კავშირში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics