|
2015-04-22 14:38:19, 573 ნახვა
პოლიტიკა
გურჯაანის გამგეობაში წიწილებიანი კვერცხები ისროლეს
გურჯაანში "ქართული ოცნების" მომხრეებსა და " ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გურჯაანის გამგეობის შენობაში დაპირისპირება მაშინ დაიწყო, რაც ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მივიდნენ და გაზეთები მიიტანეს, სადაც მათი თქმით, გამგეობაში არსებული ნეპოტიზმის ფაქტებზეა საუბარი. "ქართული ოცნების" აქტივისტებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს კვერცხები დაუშინეს. აღსანიშნავია, რომ ზიგიერთი მათგანი წიწილიანი იყო. "ღვინიაშვილმა თვითონ ჩაირტყა თავში კვერცხი",-განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა აქტივისტმა. "ბიძინა ივანიშვილო, ირაკლი ღარიბაშვილო, ვერც საკრებულოს ბლოკირებით, ვერც საგნების სროლით ვერ გააჩერებთ ამ ბრძოლას, რომელმაც თქვენს ხელისუფლებას წერტილი უნდა დაუსვას და საქართველოს უკუსვლა უნდა შეაჩეროს",-აღნიშნა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ღვინიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)