|
2017-07-11 13:58:48, 2709 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
კობახიძე: მცოცავი ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც კი შეიძლება სახელმწიფოს და მოსახლეობას აწუხებდეს
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მცოცავი ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც კი შეიძლება სახელმწიფოს და მოსახლეობას აწუხებდეს. როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას დასავლელ პარტნიორებთან ინტენსიური დისკუსიები აქვს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ამ ფორმატში პროგრესი იქნება მიღწეული. „მცოცავი ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც შეიძლება აწუხებდეს ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას, აქედან გამომდინარე როგორც მთავრობა ისე პარლამენტი, რა თქმა უნდა, მოწოდებულია, რომ მაქსიმუმი გააკეთოს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად. ამისათვის პირველ რიგში ყველა საერთაშორისო ფორმატი და მექანიზმი გამოიყენება. ჩვენ გვაქვს ინტენსიური საუბრები, დისკუსიები ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და ამ ფორმატში იმედი გვაქვს, რომ მიღწეული იქნება პროგრესი“,- აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)