|
2017-07-10 20:59:06, 2488 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან ანდრაინ კანდუსთან. საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო განზომილებას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა გასულ კვირას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტების ერთობლივი მიმართვა ევროპარლამენტისადმი, რომელიც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის გამოხატვას გულისხმობს. საუბარი შეეხო ურთიერთ გამოცდილების გაზიარებას ქვეყნის განვითარების პროცესში. მოლდოვას პარლამენტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს მრავალი მიმართულებით, რაც მისი განცხადებით სამაგალითოა მოლდოვასათვის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთო გამოწვევების დაძლევის პროცესში და აღინიშნა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა, ისევე როგორც მჭიდრო თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის მიზნების განხორციელებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)