|
2017-07-10 15:41:24, 2459 ნახვა
პოლიტიკა
„შეჩერდეს კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტი“ - პრეზიდენტი ფუნდამენტური საკითხების გადახედვას მოითხოვს
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ეკა მიშველაძე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის პოზიცია ადასტურებს, რომ ცვლილებების მთავარი მიზანი თავიდანვე პერსონალურად პრეზიდენტის წინააღმდეგ კამპანიის წარმოება იყო. გიორგი მარგველაშვილი „ქართულ ოცნებას" პროცესის შეჩერებისა და ფუნდამენტური საკითხების გადახედვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. „7 ივლისს, პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული შეთავაზება, დაწყებულიყო რეალური მოლაპარაკება საკონსტიტუციო თემებზე კონსენსუსის მისაღწევად, მმართველი გუნდის მხრიდან უარყოფილ იქნა. „ქართული ოცნების" განმარტებით - ისინი ყველასთან მზად არიან დიალოგის გასამართად, ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის გარდა. სამწუხაროდ, ამ უარმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ მთელი ეს პროცესი იმთავითვე, არა უკეთესი კონსტიტუციის შესაქმნელად, არამედ პიროვნულად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია იყო. მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მათი ე. წ. მზაობა კონსენსუსის მისაღწევად არაგულწრფელი და მოჩვენებითია. შესაბამისად, პრეზიდენტის აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ერთადერთი: პირველ რიგში შეჩერდეს ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტი. კონსტიტუციაში მოხდეს ძირითადი, ფუნდამენტური საკითხების გადახედვა, როგორიცაა: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა; ბონუსის სისტემის გაუქმება; საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდა; მოსამართლეების დანიშვნის წესი; პრეზიდენტის არჩევის წესი; უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი თუ საპარლამენტო უმრავლესობა, ამ ფუნდამენტური საკითხების გადახედვის გარეშე, მესამე მოსმენით მაინც მიიღებს არსებულ კანონპროექტს, ეს იქნება არაკონსენსუსური, დაბალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)