|
2017-07-10 14:52:14, 2350 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ლორენს მერედიტს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოვების საკითხებში დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს კოორდინატორთან ლორენს მერედიტთან. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმები და ამ რეფორმების პროცესში ევროკავშირის დახმარების პროგრამების როლი. საუბარი შეეხო ასევე, ინიციატივას საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში ევროპული სკოლის დაარსებისა და ფუნქციონირების საკითხებს. ევროკავშირი მზადაა განახორციელოს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა, როგორც სკოლის ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად, ასევე, მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სასწავლო პროგრამების მოსამზადებლად და პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამასთან ერთად მხარეებმა განიხილეს საქართველო მომავალი 2017-2020 წლების დახმარების თანამშრობლობის ერთიანი ჩარჩო პროგრამის პრიორიტეტები და მის ფარგლებში კონკრეტული პროექტების განხორციელების მექანიზმები. ევროპულმა მხარემ აღნიშნა, რომ ევროკომისია მზადაა დაეხმაროს საქართველოს დამატებით პროგრამებში ჩართვისა და ევროპულ სააგენტოებთან თანამშრომლობის მხარდასაჭერად. (NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)