00:51 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-08 17:34:10, 2751 ნახვა

მსოფლიო
„ექსტრემიზმს ისლამთან კავშირი არ აქვს“ - მუსლიმები ევროპაში ტერორიზმის საწინააღმდეგო მსვლელობებს მართავენ

ევროპაში მცხოვრები ათობით მუსლიმი ბოლო წლების განმავლობაში ისლამისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს აპროტესტებს, - ამის შესახებ France24 იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ტერორიზმის დაგმოს პარალელურად, ტერაქტების დროს დაღუპლთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. აღლუმში 60-მდე იმამი მონაწილეობს.

როგორც France24 წერს, საფრანგეთში, ბელგიასა და ბრიტანეთში მცხოვრებმა მუსლიმთა თემმა და იმამებმა აღლუმი პარიზიდან დაიწყეს. პირველი აქცია სიმბოლურად ელისეის მინდვრებზე სწორედ იმ ადგილას დაიწყო, სადაც ტერორისტებმა მიმდინარე წლის 22 აპრილის ღამეს ფრანგი პოლიციელი მოკლეს. საპროტესტო აქციის ძირითადი ლოზუნგია - „მუსლიმები ტერორიზმის წინააღმდეგ“.

მედიის ცნობით, ევროპაში მცხოვრებ იმამებს ტუნისელი სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. ისინი ევროპულ საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებენ.

ტუნისელი იმამის ჰასენ ჩალგუჰუმის თქმით, ექსტრემიზმს ისლამთან კავშირი არ აქვს.

"აქ იმისთის ვართ, რომ ჩვენი რელიგიას და ისლამურ ფასეულობების ექსტრემიზმთან კავშირი არ აქვს. სოლიდარობას ვუცხადებთ ევროპულ საზოგადოებას და ყველას ვისი ახლობელიც ტერორისტების გამო დაიღუპა", - აღნიშნა იმამმა.

სამშვიდობო აქციები ევროპის იმ ქალაქებში გაიმართება, სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ტერორისტული აქტები განხორციელდა, კერძოდ კი, პარიზში, ნიცაში, ბერლინში და ბრიუსელში. აქციები პარიზში ჩასვლით, 14 ივლისს დასრულდება, სადაც "ისლამურმა სახელმწიფომ" ბასტილიის აღების დღეს, მასშტაბური ტერაქტი მოაწყო, რის შედეგადაც 86 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-მდე ადამიანი დაშავდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics