20:24 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-08 16:05:23, 2672 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიგი წერეთელი: თუ რუსეთი ვალდებულებებს არ შეასრულებს, საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაცრი უნდა იყოს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის გიგი წერეთელის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების ანექსიის გაძლიერება ყოველდღიურად ხდება.

როგორც წერეთელმა ეუთო-ს ყოველწლიურ 26-ე სესიაზე განაცხადა, რუსეთი ხშირად ცდილობს სიტუაციის წარმოჩენას ისე, "თითქოს არაფერი სერიოზული არ ხდება". 

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია, რომელიც ახლა მინსკში მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ არის აქტიური განხილვები უსაფრთხოების საკითხების, აქტიური განხილვები ქვეყნებს შორის ნდობის აღდგენის საკითხების, ეკონომიკური პარტნიორობის სისტემების და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებიც. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ კიდევ ერთხელ ყველას შევახსენოთ და ეს საკითხი არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან, თუ რა ხდება კონკრეტულად საქართველოში. არავის არ უნდა ეგონოს, რომ ყველაფერი მოწესრიგებულია და არაფერი სერიოზული არ ხდება, როგორც ამას სამწუხაროდ რუსეთი ხშირად ცდილობს წარმოაჩინოს. საქართველოში ყოველდღიურად ხდება გაძლიერება ტერიტორიების ანექსიის. ამის ძალიან ბევრი მაგალითია, თუნდაც ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამიტომ, ის საკითხი, რომელიც აისახება საბოლოოდ რეზოლუციაში, ჩვენი დელეგაციის მიერ შეტანილი, კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ რუსეთს აქვს ვალდებულებები, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ეს ვალდებულებები მან უნდა შეასრულოს. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ძალიან მკაცრი", - განაცხადა გიგი წერეთელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics