|
2015-04-22 12:07:20, 423 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ათონელის რეზიდენციის საკითხი მთავრობის სხდომაზე არ გაუტანიათ
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, ათონელის რეზიდენციის საკითხი განსახილველად მთავრობის სხდომაზე არ გაუტანიათ. ამის შესახებ ბაქრაძემ ჟრუნალსიტებს განუცხადა. მისივე თქმით, ათონელის რეზიდენციის თემა იმ კონტექსტში გაჟღერდა, რომ იქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დასრულდა, რომელშიც, თავის დროზე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყო ჩართული. დავით ბაქრაძის განმარტებით, ათონელის რეზიდენციის სტატუსი, იმ მხარის გადასაწყვეტია, ვინც რეზიდენციაში საქმიანობას გააგრძელებს. „სხდომის დღის წესრიგი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით რაც უნდა განხორციელდეს, არანაირი კავშირი არ გააჩნია. ეს ჩემი, ან ვინმე სხვისი გადასწყვეტი არ არის. უბრალოდ საკითხი როდესაც გაჟღერდა, გაჟღერდა იმ კონტექსტში, რომ დასრულდა ის სამუშაოები, რომელშიც თავის დროზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყო ჩართული. შესაბამისად, დასრულდა სამუშაო და გადასაწყვეტია სწორედ იმ მხარის, ვინც უნდა გააგრძელოს იქ საქმიანობა. საკითხი მთავრობის სხდომაზე არ გამოსულა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)