|
2017-07-07 20:19:40, 2607 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი: მეჩვენება, რომ მცოცავი ოკუპაციის მთავარი ამოცანაა პროვოკაციას წამოვეგოთ ან მიზანმიმართული კურსიდან გადავუხვიოთ
„მეჩვენება, რომ ამ ქმედებების მთავარი ამოცანა ის გახლავთ, გარკვეულ პროვოკაციას წამოვეგოთ, ან მიზანმიმართული კურსიდან გადავუხვიოთ, რასაც ძალიან მყარი ევროინტეგრაციის კურსი წარმოადგენს და რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული პროცესი იმ ოკუპაციის გაგრძელებაა, რომელიც 2008 წლის შემდგომ დაიწყო. მინისტრის თქმით, მთავარი საფრთხე და გამოწვევა, ბანერების უკან რუსეთის სამხედრო სიმძლავრეები, ბაზები და წვრთნებია, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ატარებენ. „მავთულხლართები, ბანერები და ბარიკადები არ არის პირდაპირი სამხედრო დანიშნულების კონსტრუქცია, ეს გათვლილია იმაზე, რომ ადამიანებს - საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიური გამოწვევა შეექმნას, ასევე საზოგადოებაზე გარკვეული წნეხი და დაძაბულობა იყოს. ამიტომ, ჩემთვის არა მხოლოდ გასაგებია, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არსებობს, არამედ ეს მუხტი თითოეულ ჩვენგანში არსებობს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს გათვლილი იმაზე, რომ პირველ რიგში პროვოკაციას არ წამოვეგოთ. მეჩვენება, რომ ამ ქმედებების მთავარი ამოცანა ის გახლავთ, რომ გარკვეულ პროვოკაციას წამოვეგოთ, ან მიზანმიმართული კურსიდან გადავუხვიოთ, რასაც საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკა, ძალიან მყარი ევროინტეგრაციის კურსი წარმოადგენს და რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება“,-განაცხადა მინისტრმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)