20:23 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 17:17:56, 2637 ნახვა

სამართალი კომენტარი
ადვოკატი: პატრიარქის დაცვის წევრების ჩვენებები დეკანოზის ჩვენების იდენტური იყო - პროკურატურა წყობიდან გამოდიოდა

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დღეს დაკითხული პატრიარქის დაცვის წევრების ჩვენებები  მამა გიორგი მამალაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების იდენტურია.

კერძოდ, ადვოკატის განმარტებით, მათ დაადასტურეს, რომ შორენა თეთრუაშვილს არაერთხელ გაუცია ისეთი ბრძანება და მითითება, რომელიც შემდგომ თვითონვე უარყვია.

ამასთან, ფანცულაიას თქმით, მამა გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მიმართ დადებითი განწყობა არ ჰქონდა, თუმცა მისივე შეფასებით, თეთრუაშვილის მიმართ მსგავსი განწყობა არა მხოლოდ დეკანოზს, არამედ საპატრიარქოში აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს.

„ზოგადად ის, რომ შორენა თეთრუაშვილის მიმართ დადებითი განწყობა არ ჰქონდა დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ეს არა მარტო გიორგი მამალაძეს, არამედ საპატრიარქოში აბსოლუტურ უმრავლესობას ასეთი განწყობა ჰქონდა. როცა პატივცემული პროკურორები ამბობენ, თუ რატომ მიჰქონდა თუნდაც ის მცირედი თანხა, როდესაც გერმანიაში მიდიოდა დეკანოზი, გასაქცევად ხომ არ უნდოდაო, მათ დაადასტურეს, რომ რეალურად დაცვის ბიჭებს თანხაც კი არ გამოუყვეს, მისი ჯიბის ფულიდან იკვებებოდნენ და შესაბამისად, მათ არაერთხელ, დელეგაციების შემთხვევაში დახმარებია დეკანოზი ფინანსურად. სიტყვა-სიტყვით ემთხვეოდა დეკანოზის მიერ მიცემულ 60-ფურცლიან ჩვენებას მათი ჩვენებები, რის გამოც პერიოდულად პროკურატურა გამოდიოდა წყობიდან და გვიწევდა მათი დამშვიდება“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

პატრაირქის დაცვის წევრებს შორის ერთ-ერთი, რომელიც დღეს დაიკითხა, სოსო ელიზბარაშვილი იყო. ის დღეს საპატრიარქოში აღარ მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics