17:41 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 16:50:02, 2542 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი წევრი სოსო ელიზბარაშვილი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე პატრიარქის დაცვის ყოფილი თანამშრომელი სოსო ელიზბარაშვილი დაიკითხა.

მედიის წარმომადგენლებმა ელიზბარაშვილთან გასაუბრება სცადეს, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

უცნობია, კონკრეტულად რა საკითხზე დაიკითხა სოსო ელიზბარაშვილი და რა ჩვენება მისცა მან სასამართლოს.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა ამ დრომდე გრძელდება. დღევანდელ პროცესზე უკვე დაკითხულია 10-მდე მოწმე, მათ შორის საპატრიარქოს ოქრომჭედლები, რომლებმაც ჩვენებაში აღნიშნეს, რომ პრაქტიკაში ციანიდი არასდროს არ გამოუყენებიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics