|
2017-07-07 15:13:57, 2523 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატის განცხადებით, დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ დეკანოზი გველის შხამის შეძენით იყო დაინტერესებული
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მოწმემ დაკითხვისას დაადასტურა, რომ დეკანოზი გველის შხამის შეძენით იყო დაინტერესებული. ადვოკატის თქმით, დეკანოზს გველის შხამის მოძიება შორენა თეთრუაშვილმა დაავალა. "გველის შხამთან დაკავშირებით, თანამშრომელმა სიტყვა 500 დოლარი დაადასტურა. გახსოვთ თქვენ, დეკანოზი ჩვენებაში ამბობდა, რომ შორენა თეთრუაშვილის თხოვნით, ვინაიდან მას შხამი მალამოსთვის სჭირდებოდა, კითხულობდა გველის შხამს. შორენა თეთრუაშვილის დავალებით მივიდა თანამშრომელთან და ამ თანამშრომელმა თქვა, რომ გიორგი მამალაძე ჩემთან სწორედ ამ თემაზე მოვიდაო და თანხაც კი, 500 დოლარი დაადასტურა", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ. ამასთან, მისი თქმით, კლინიკის დირექტორის მოადგილემ და ფინანსური სამსახურის უფროსმა დაკითხვისას განაცხადეს, რომ კლინიკაში დეკანოზის მისვლის შემდეგ მამა გიორგი მამალაძემ ხელფასი დაახლოებით 4-ჯერ შეიმცირა. "ამის შემდეგ ირონიულია ისაუბრო, რომ ასეთ ადამიანს ვინმეს მოკვლა უნდოდა, რათა თანამდებობა შეენარჩუნებინა", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ. ე.წ. ციანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)