|
2017-07-07 14:27:56, 2731 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს. როგორც პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, თუ დიალოგის ფორმატი არ შეიქმნება, მოწოდებები უბრალო განცხადებებად დარჩება. "ჩვენ ცალკეული განცხადებებისა და ურთიერთმოწოდებების ამარა რომ არ დავრჩეთ, ალბათ, უკვე საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. უახლოეს ხანებში, ალბათ ორშაბათს, იქნებ უკვე შეხვედრა გავმართოთ და დისკუსია დავიწყოთ და იმ საკითხთა ნუსხაზე ჩამოვყალიბდეთ, რომელთა შესახებაც კონსენსუსზე მზაობაა, რადგან დღეს მნიშვნელოვანია და ყველა ვაცხადებთ იმას, რომ კონსენსუსის გარეშე მიღებული კონსტიტუცია მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არ იქნება და დაბალი ლეგიტიმაციის კონსტიტუცია სახელმწიფოს წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ ნუღარ დავაყოვნებთ, რაც უფრო მეტი განცხადება გაკეთდება, შესაძლოა, გაჩნდეს სხვადასხვა საკითხი და ამან საზოგადოებაში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვიოს. გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, შევიკრიბოთ და ჩამოვყალიბდეთ, რა საკითხებზე შეგვიძლია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თუ დიალოგის ფორმატი არ შეიქმნება, განცხადებები განცხადებებად დარჩება“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)