|
2017-07-06 19:50:22, 2913 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
იან კელი: ქართველი ერის პროგრესი, მისი სიმტკიცე და გამძლეობა, გასაოცარია - მაკვირვებთ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, ქართველი ერის განვითარება და პროგრესი, მისი სიმტკიცე და გამძლეობა, გასაოცარია, - ამის შესახებ ელჩმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 241-ე წლისთავს საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც კელიმ აღნიშნა, ელჩად დანიშვნამდე საქართველოში რამდენჯერმე იმოგზაურა. "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ მხოლოდ 2 წელია რაც ელჩი ვარ, პირველად ამ ქვეყანაში, ჯერ კიდევ 1976 წელს ჩამოვედი, მაშინ, როდესაც სტუდენტი გახლდით. მეორედ უკვე 1995 წელს ერთ-ერთი ამერიკული პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიც გახლდათ განვითარების ხელშეწყობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. როდესაც პირველად აქ ჩამოვედი, მაშინ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა, დამოუკიდებელი ერი არ იყო და იგი იყო ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის ტყვეობაში, თუმცა, შემდგომ, როდესაც დავბრუნდი ის განვითარება და პროგრესი ერისა, მისი სიმტკიცე და გამძლეობა, ნამდვილად გასაოცარია და მაკვირვებთ", - განაცხადა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)