|
2017-07-06 11:42:30, 2840 ნახვა
რეგიონი
„გვეშინია, ამ უპატრონობის ჟამს რუსები სოფელში არ შემოვიდნენ“ - ბერშუეთის მცხოვრებლები დაცვას ითხოვენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მცხოვრებლები ხელისუფლებას საოკუპაციო ძალების თავნებობისგან დაცვას სთხოვენ. როგორც "ექსპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ე.წ. საზღვარი, რომელიც ოკუპანეტბმა ორი დღის წინ 400-500 მეტრით გადმოწიეს, სოფლის ბაღებს ორად ჰყოფს. "ხალხი გაუბედურებულია და მიტოვებული. არავინ არ ინტერესდება რა ხდება სოფლის თავს. პურის ყანები რუსებმა მიიტაცეს. ვერ ვიღებთ მოსავალს. გვეშინია, რომ ასეთი უპატრონობის ჟამს რუსები სოფელში არ შემოვიდნენ", - უთხრა "ექსპრესნიუსს" ბერშუეთის მცხოვრებმა. ამასთან ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში დაღუპული ქართველის, ალექსანდრე კვიწინაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რუსი ოკუპანტები სასაფლაოდან ერთ კილომეტრში იმყოფებიან. ისინი ფიქრობენ, რომ სასაფლაო სადაც ქართველი სამხედროა დაკრძალული ოკუპანტების საზღვრებს მიღმა მოექცევა, ამიტომ ცხედარის გადმოსვენებაზე ფიქრობენ. შეგახსენებთ, 4 ივლისს ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერები დაამონტაჟეს, რის შედეგადაც, ადგილობრივების სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. „აღნიშნული საკითხი განსახილველად აუცილებლად დადგება 11 ივლისს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში“, განაცხადეს სუს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)