|
2017-07-05 10:57:43, 813 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულებს უძრავ ქონებასა და ფულად კომპენსაციას გადასცემს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულებს უძრავ ქონებასა და ფულად კომპენსაცია გადასცემს. სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სტიქიის შედეგად დაზარალებული 15 ეკომიგრანტი ოჯახი, ბათუმში, თამარის დასახლებაში არსებულ ახალ სოციალურ სახლში ბინებს მიიღებს. გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, ამავე მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 28-23 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 210 შენობის (176-კერძო სახლი და 9 კორპუსი) აღდგენისათვის, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 88,977 ლარი გამოიყოფა. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ბარაკი N-32-ში მცხოვრები, ხანძრის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახის ფინანსური დახმარებისათვის კი, 75 528 ლარი გაიცემა. სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია, დასამტკიცებლად, უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)