|
2017-07-05 09:35:43, 2229 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: სააკაშვილის როლს შეაფასებს ისტორია, მე მასთან კითხვები არ გამაჩნია
„მე ბატონ სააკაშვილთან კარგა ხნის პოლიტიკური დაპირისპირება მაკავშირებს პირველი დღეებიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნისა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა არჩევანში განაცხადა. „მე ბატონ სააკაშვილთან კარგა ხნის პოლიტიკური დაპირისპირება მაკავშირებს. პირველი დღეებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნისა. ურთიერთობა სააკაშვილთან დავამთავრე მაშინ, როდესაც მან დაამთავრა პოლიტიკური მოღვაწეობა. პოლიტიკურად ჩვენ შორის ურთიერთობა დამთავრდა, როდესაც მან შეწყვიტა პრეზიდენტობა და მე ვერ ვხედავ საჭიროებას მასთან დიალოგის. ის არის საქართველოს ორჯერ პრეზიდენტი, მის როლს შეაფასებს ისტორია, მე მასთან კითხვები არ გამაჩნია“, - განაცხადა პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ჩამოსვლის შემდეგ მასთან დაგეგმილია შეხვედრა, თუმცა საუბარი არა მიხეილ სააკაშვილს ექსტრადირებას, არამედ ორი ქვეყნის ურთიერთობას შეეხება. „ჩემთან ამ საკითხზე, ბუნებრივია, არც ყოფილა დაგეგმილი და მე ამ საკითხის წამოწევას არანაირად არ ვფიქრობ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)