|
2017-07-04 17:58:20, 2274 ნახვა
კომენტარი
ლექვინაძე: შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით, მუშაობა შეჩერებული არ არის
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით, მუშაობა შეჩერებული არ არის. როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, მიმდინარეობა უფრო ეფექტური და ალტერნატიული გზების მოძიება, რადგან ძველი ვარიანტი არაეფექტური და არამომგებიანი იყო. „ამ პროცესს საქართველოს რკინიგზა ახორციელებს და როდესაც კვლევის შედეგები ექნება, ბუნებრივია, ის ამას გაასაჯაროებს. თბილისის მერიის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში ძალიან მარტივია. ჩვენი სურვილია, რკინიგზა თბილისს გარეთ გატანილი იყოს, რადგან დედაქალაქში უფრო მეტის განვითარების შესაძლებლობა გაჩნდეს. ეს სარეკრეაციო სივრცე, ახალი სატრანსპორტო კორიდორი თუ ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულება იქნება. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აჩვენებს, არსებული სცენარებიდან ყველაზე მიზანშეწონილი რომელი იქნება. წინა პროექტის შეჩერება პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა და ჩვენი ოპონენტები ამ შემთხვევაში იყტუებიან, რადგანაც ავსტრიული კომპანიის კვლევამაც აჩვენა, რომ ძველ პროექტს ხარვეზები, როგორც ტექნიკურ ნაწილში ჰქონდა, ქანობების და ასევე, ტექნიკური პრობლემა იყო. გარდა ამისა, ის საკმაოდ არამომგებიანი იყო. უკვე ინვესტირებულ თანხას, რომლის ფარგლებშიც, გარკვეული ღონისძიებებია ჩატარებული, მიმდინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც გარკვეული ალტერნატივების განხილვას მოიცავს და დამერწმუნეთ, ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ამ ინვესტირებული თანხების დღემდე მიღებული შედეგის ეფექტურად გამოყენებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. ცნობისთვის, დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი იმის გამო შეჩერდა, რომ წინა ხელისუფლების მიერ იყო წამოწყებული.
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)