|
2015-04-21 16:56:08, 500 ნახვა
პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის ფინანსური საშუალება არ ჰქონდათ
საქართველოში აშშ-ს ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ათასობით საქართველოს მოქალაქე C ჰეპატიტის ვირუსით არის დაავადებული, - ამის შესახებ ნორლანდმა „ქორთიარდ მერიოტში“ განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გილეადს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. თუმცა, მისივე თქმით, წლების განმავლობაში ამ ადამიანებს მკურნალობის ფინანსური საშუალება არ ჰქონდათ. ნორლანდი "C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში" პროგრამის დაწყებას მიესალმება. „წლების განმავლობაში ეს ადამიანები იტანჯებოდნენ. მათ ან არ იცოდნენ, რომ ამ დაავადების სამკურნალო საშუალება არსებობს ან ფინანსური საშუალება არ ჰქონდათ, რომ ძვირად შეფასებული მკურნალობა ჩაეტარებინათ. დღეს ჩვენ ვესწრებით ღონისძიებას, რომელზეც აღინიშნება ამერიკული კომპანია „გილეადსა“ და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროგრამის დაწყება საქართველოს მთავრობასთან ერთად, რომლის მეშვეობითაც სრულიად უფასოდ გადაეცემა საქართველოს C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალება. ეს სამკურნალო საშუალება ამ დაავადების მკურნალობაში ფენომენალურად წარმატებულია. „გილეადის" მხრიდან ეს გახლავთ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი გამოვლინება, როდესაც კომპანია საზოგადოებას უფასოდ უწევს მომსახურებას. საქართველოს მთვრობასთან ასეთ თანამშრომლობას ჩვენ ნამდვილად მივესალმებით“, - აღნიშნა ნორლანდმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)