17:50 - 10 Jul, 2026
|
2017-07-03 16:35:20, 2329 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს
13 მომხრე - 2 წინააღმდეგი- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ მოსამართლე ვასილ მშვენიერაძე აირჩია. ის ამ პოზიციაზე დღეიდან იქნება დანიშნული. საბჭოს წევრებმა ასევე კენჭი უყარეს ვასილ მშვენიერაძის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის თავმჯდომარედ დანიშვნის საკითხს და ის ამ თანამდებობაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს. ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურა ახალი შემადგენლობის საბჭოს პირველ სხდომაზე დღეს სწორედ გიორგი მიქაუტაძემ დაასახელა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)