15:37 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-02 23:27:08, 2402 ნახვა

სამართალი
ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაახლოებით 2500 კვ.მ ფართობია დამწვარი

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად, 2500 კვადრატულ მეტრამდე ფართობია დამწვარი.

ხანძარი ავტონაწილების მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა.

ცეცხლის ჩაქრობას 150-მდე მეხანძრე-მაშველი 2 საათის განმავლობაში სცდილობდა. ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, რომელიც მკურნალობას საავადმყოფოში გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ასევე, დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და დაზარალებულებს შორის, რომლებიც ბაზრობიდან საკუთარუ ნივთების გამოტანას სცდილობდნენ. პოლიციამ მათ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღნიშნულის გაკეთების საშუალება არ მისცა.

ამასთან, ადგილზე რამდენიმე დაზარალებულს სამედიცინო დახმარება გაეწია.ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება სწავლობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics