|
2017-07-02 19:11:11, 2801 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მე თანამედროვე პრეზიდენტი ვარ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განმარტავს, თუ რატომ იყენებს ხშირად სოციალურ ქსელებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. "სოციალურ ქსელებს ვიყენებ არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც თანამედროვე პრეზიდენტი" - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. მან MSNBC- ის სატელევიზიო წამყვანის კითხვასაც უპასუხა, რომელიც სოციალური ქსელების არასწორ გამოყენებას ეხებოდა. ტრამპი ამბობს, რომ სოციალური მედია საზოგადოებასთან პირდაპირ დაკავშირების საშუალებას აძლევს. მედიის ინფორმაციით, ტრამპმა CNN- ზე შეტევა გააძლიერა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია CNN-მა რუსეთთან დონალდ ტრამპის მრჩევლის საიდუმლო კავშირის შესახებ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატია გააუქმა. ტრამპის თქმით, ამიერიდან იგი CNN-ს არა როგორც „ყალბ“-„თაღლითურ“ ახალ ამბად მოიხსენიებს. რუსეთთან დონალდ ტრამპის მრჩევლის საიდუმლო კავშირის შესახებ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიის გამო, სამსახურიდან ტელეკომპანია CNN-ის სამი თანამშრომელი დაითხოვეს. მათ ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც დაუდასტურებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცის გამოქვვეყნებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)