15:38 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-02 10:42:59, 2247 ნახვა

სამართალი
შსს-ს თანამშრომლებმა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფისა და ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებმა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში  მონაწილეობა მიიღეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით, შსს-ს პოლიციის აკადემიასთან და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით ჩატარდა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.

შეხვედრის მონაწილეებმა დაწვრილებით განიხილეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა, მისი დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, ფაილური სისტემის ცნება, კატალოგების წარმოება და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე, პოლიციის მიერ საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში ინფორმაციის მოგროვების თავისებურებებზე იმსჯელეს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics