03:42 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 17:22:14, 2713 ნახვა

პოლიტიკა
ნუკრი ქანთარიამ რომან გოცირიძეს პარლამენტში კუპონები მიუტანა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  ნუკრი ქანთარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს რომან გოცირიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კუპონები მიუტანა.

„გაგახსენებთ იმ დროს, საქართველოს ყველა მოქალაქე მილიონერები რომ გახდნენ და ბატონო რომან, ალბათ, გესმით, რომ ამაზე დიდს ვერაფერს გააკეთებთ. წამოგიღეთ ის, რაც მაშინ საქართველოს მიეცით. მინდა ეს დაგიბრუნოთ. ეს არის თქვენი მილიონები. როდესაც მოგინდებათ რაღაც ფინანსური, კრიტიკული  გამოძახილი აქეთ მხარეს, იქნებ ეს გაიხსენოთ და  იყოთ უფრო თავმდაბალი“, - განაცხადა ქანთარიამ.

აღნიშნულს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური გამოეხმაურა. მან ქანთარის ხუმრობით მიმართა: "მილიონების ტრიალის გამო, კორუფციაში არ დაგვდონ ბრალი ბატონო ნუკრი".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics