|
2015-04-21 15:04:39, 475 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ყიფიანი: ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაკისრებულ მოვალეობას გადაჭარბებით ასრულებდა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის შეფასებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაკისრებულ მოვალეობას გადაჭარბებით ასრულებდა. როგორც ყიფიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, არანაირი კადრების ჩამოცილება არ ხდება და ეს თავად მინისტრის გადაწყვეტილებაა. "ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძალიან კარგად ასრულებდა იმ მოვალეობას, რაც იყო მასზე დაკისრებული, გადაჭარბებითაც და დასანანია, დანაკლისია შავლიაშვილის გადადგომა. არანაირი კადრების ჩამოცილება არ ხდება, ეს არის გადაწყვეტილება თავად მინისტრის, მან უფრო კარგად იცის გადადგომის შესახებ. შავლიაშვილი ძალიან კარგი მინისტრი იყო, აღფრთოვანებული ვიყავი როგორც მისი ადამიანობით, ასევე მისი პროფესიონალიზმით. ფაქტებითაც ჩანს მის მიერ გაკეთებული საქმეები, რომელიც შეგიძლიათ გადაამოწმოთ",-განაცხადა ლევან ყიფიანმა. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)